fbpx
საბერძნეთი

თესალონიკი: სასამართლოს წინაშე 3 ემიგრანტი, რომელსაც სახლში დენის მრიცხველი შეჩერებული ჰქონდა

საბერძნეთში ელექტრო ენერგიის მოხმარების საფასური იმდენად დიდია, რომ ძალიან ხშირად ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ოჯახებს მრიცხველი შეჩერებული აქვთ, რათა ელ, ენერგიის ქვითარში მინიმალური რიცხვი დაინახონ. ცხადია, ეს კანონდარღვევეაა, რომლის ჩადენის გამოც ბევრი დაუსჯელი რჩება, ბევრს კი, სასამართლოს წინაშე უწევს წარდგენა.

თესალონიკში ჩატარებული შემოწმებების შედეგად, დადგინდა, რომ სამ ადამიანს, რომელთაგან ყველა ემიგრანტია, სახლში შეჩერებული ჰქონდა მრიცხველი და დენის მოხმარების საფასურს საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე არ იხდიდა. მოპარული დენის ჯამური საფასური 30.000 ევროს აჭარბებს, რის გამოც თითოეულის წინააღმდეგ აღიძრა საქმე და გადაეცა სასამართლოს.

თუმცა, ამ დარღვევის დაფიქსირებიდან სულ რამდენიმე დღეში, გაირკვა, რომ კიდევ 5 ოჯახში არ “იწერებოდა” დენი სწორედ იგივე თაღლითური მეთოდის გამოყენების გამო, ამ შემთხვევაში ბრალდებულები ბერძნები არიან და საქმე მათ წინააღმდეგაც აღიძრა, დენის მოპარვის ბრალდებით.

onalem

ტესტ