fbpx
საზოგადოება

“ჩემი საჰაერო ძალებში მსახურება ჯერ კიდევ ჩემს დაბადებამდე იყო გადაწყვეტილი” – სამხედრო ექთანი, რომელიც ლიბიის მისიაში დაიღუპა

40 წლის ქალი, ევი ანდრეადაკი, ლიბიაში საზარელ ავტოკატასტროფას შეწირულთაგან ერთ-ერთია. სამხედრო ექთანი კრეტადან, კერძოდ, ირაკლიოდან იყო და მისმა გარდაცვალებამ განსაკუთრებით დაამწუხრა ადგილობრივი საზოგადოება.

ქალი წლების მანძილზე მსახურობდა შეიარაღებულ ძალებში და როგორც გარდაცვალებამდე სოციალურ ქსელში დაწერა, იმდენად შეყვარებული იყო საკუთარ საქმეზე, რომ სწამდა, მისი იქ მსახურება ჯერ კიდევ მის დაბადებამდე იყო გადაწყვეტილი და დაწერილი.

მან გამოაქვეყნა ბიძის ფოტოც, რომელიც ასევე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა:

“კითხვაზე, თუ რატომ ავირჩიე საჰაერო შეიარაღებული ძალები, ვპასუხობ, რომ ჩემი საჰაერო ძალებში მსახურება ჯერ კიდევ ჩემს დაბადებამდე იყო გადაწყვეტილი. ჩემი ბიძის მაგალითზე, ვიტყვი, რომ ასეთი ადამიანები ხდებიან იდეალები არა მხოლოდ თავიანთი ცხოვრებით, არამედ მადლიანი სიკვდილით,” წერდა ქალი.

როგორც უკვე ცნობილია, ლიბიაში მისიის ფარგლებში გაგზავნილი ხუთი ადამიანი დაიღუპა.

 

onalem

ტესტ