fbpx
საბერძნეთი

ფიზიკური დაპირისპირება ალკოჰოლის მიღების შემდეგ ათონის მთაზე – პოლიციამ 1 ბერი დააკავა

ბერძნული მედია უჩვეულო შემთხვევის შესახებ იუწყება, რომელიც ათონის მთაზე მოხდა. სასამართლოს წინაშე წარდგება 35 წლის ბერი, რომელიც პოლიციამ მეორე ბერზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავა.

საქმის მასალების მიხედვით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა, როდესაც ათონის მთაზე 35 წლის რუმინელმა ბერმა მეორე, 52 წლის ბერს დაარტყა. როგორც ირკვევა, მან სერიოზული დაზიანებები მიაყენა, რის გამოც საავადმყოფოში ამ დრომდე რჩება და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მათ შორის დაპირისპირება მას შემდეგ წარმოიშვა, როდესაც ალკოჰოლი მიიღეს, შესაბამისად, ერთ-ერთმა საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა.

52 წლის ბერი ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო 35 წლის თავდამსხმელი დააკავეს. თავად მსხვერპლი აცხადებს, რომ არ სურს 35 წლის ბერის წინააღმდეგ საქმე აღიძრას ან სასამართლო ექსპერტიზა ჩაინიშნოს.

მიუხედავად ყველაფრისა, 35 წლის რუმინელ ბერს ბრალად სხეულის განზრახ დაზიანება ედება.

onalem

ტესტ