fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: ჯერ თოვლში დაიკარგნენ, პოვნის შემდეგ კი, 300 ევროიანი ჯარიმები გამოუწერეს

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა კუნძულ კაპათოსზე მოხდა. ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, ლაცოს ტერიტორიაზე თოვლში დაიკარგა და მათი გამოყვანა სახანძრო სამსახურსა და პოლიციას მოუწია.

ირკვევა, რომ ისინი სოფელ ვოლადადან ლაცოს პლატოზე თოვლის სანახავად წავიდნენ, რადგან იქ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იყო დადებული. ნაშუადღევს 112-მა მიიღო ზარი, დახმარების თხოვნით, რის შედეგადაც მაშველებს გზის გახსნა დასჭირდათ, რომ იქამდე მიეღწიათ და ისინი გამოეყვანათ.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ოპერაცია ღამით, 01:00 საათზე დასრულდა და როდესაც ხუთივე კუნძულის ცენტრში ჩავიდა, პოლიციამ თოთოეულს 300 ევროიანი ჯარიმები გამოუწერა, უმიზეზო გადაადგილებისთვის.

onalem

ტესტ