fbpx
საბერძნეთი

“კარანტინი 1 კვირით მაინც გაგრძელდება და ეს ბუნებრივია” – რა გველის 28 თებერვლის შემდეგ საბერძნეთში

პროფესორი, ალკივიადის ვატოპულოსი ხაზგასმით აცხადებს, რომ საბერძნეთში კარანტინი 1 კვირით მაინც გადავადდება და ეს აბსოლუტურად ბუნებრივია.

როგორც ირკვევა, მოსალოდნელია, რომ შედეგები, რომლებიც არსებულმა კარანტინმა გამოიღო, მომდევნო დღეებისთვის გახდეს ნათელი. ექსპერტთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ ყოველდღიური მონაცემები სულ მალე შემცირდება.

მიუხედავად ყველაფრისა, ამ დროისთვის რეანიმაციაში მყოფთა რაოდენობა გაიზარდა, რასაც პროფესორები არ მიიჩნევენ საგანგაშოდ, რადგან ეს ფასდება, როგორც ნორმალური მოვლენა.

დიმოსთენის სარიიანისი ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის გამოწვევად რჩება ფაქტი, რომ გაუარესებული ამინდი ერთგვარად ხელს უწყობს ვირუსის გავრცელების ტენდენციის ზრდას, სწორედ ამიტომ მხარს უჭერს კარანტინის კიდევ ერთი კვირით გაგრძელებას.

onalem

ტესტ