fbpx
საბერძნეთი

ათენისკენ მომავალი თვითმფრინავი იძულებით თესალონიკში დაჯდა – მგზავრმა ბორტზე საფრთხე შექმნა

გავრცელებული ინფორმაციით, სამგზავრო ხომალდის პილოტი, რომელიც ათენის მიმართულებით მოძრაობდა, იძულებული გახდა, რომ თვითმფრინავი თესალონიკის აეროპორტში დაესვა, რადგან ბორტზე მყოფი ერთ-ერთი მგზავრი სრულიად დაუმორჩილებელი იყო და ყველას საფრთხე შეუქმნა.

როგორც ირკვევა, ხომალდი პარიზი-ათენის რეისს ასრულებდა, როდესაც მგზავრი საკუთარი ადგილიდან ადგა, გარშემომყოფებს ჩხუბი დაიწყო, სკამების დაზიანებას ცდილობდა, ხელით შეეხო ბორტგამცილებესაც კი. მას თავზე კონტროლი ჰქონდა დაკარგული და ბოლოს ბიზნეს-კლასის განყოფილებაშიც შევიდა.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, პილოტმა ბოდიში მოიხადა და დაშვების უფლება ითხოვა მაკედონიის აეროპორტისგან. ცხადია, მათ ნება დართეს და საბოლოოდ, უკონტროლო მგზავრი სხვებმა იძულებით დასვეს სკამზე, რომ ღვედი შეეკრათ დაშვებისთვის.

როგორც ირკვევა, ხომალდმა 2 საათი დაჰყო თესალონიკში, ვიდრე ათენისკენ გამოფრინდებოდა.

onalem

ტესტ