fbpx
საბერძნეთი

აგიოს პანტელეიმონას: კალითეადან მოპარულ ბერძნულ პასპორტებს ემიგრანტებზე ყიდდნენ

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია შემთხვევის შესახებ, რომელიც 15 მაისს კალითეას ტერიტორიაზე მოხდა. ელტას თანამშრომელს სამსახურის მანქანიდან მოპარეს 81 ბერძნული პასპორტი, რომელიც მას შესაბამის განყოფილებებში უნდა დაერიგებინათ.

ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ქურდები ემიგრანტები არიან, სავარაუდოდ, ალჟირიდან, რომელთაგან ერთ-ერთი დააკავეს. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ ისინი ცდილობდნენ სხვა ემიგრანტებზე გაეყიდათ პასპორტები, თუმცა, ვინაიდან პოლიცია მათ კვალზე გავიდა, საბოლოოდ, პასპორტები გადაყარეს.

როგორც ირკვევა, დაკარგული 81 პასპორტიდან 80 იპოვეს აგიოს პანტელეიმონას ტერიტორიაზე მდებარე ნაგვის ურნაში. ისინი დასუფთავების თანამშრომელმა იპოვა და პოლიციას შეატყობინა.

ცხადია, პასპორტის ნომრები გაუქმდა მათი დაკარგვისთანავე.

onalem

ტესტ