fbpx
საზოგადოება

ნოტის სფაკიანაკისი საკუთარ დაკავებაზე: “მაქვს იარაღი, რადგან საფრთხე მემუქრება”

ნოტის სფაკიანაკისის დაკავების ამბავი გუშინ ბომბივით აფეთქდა ბერძნულ მედია სივრცეში. მომღერალი პოლიციამ არგირუპოლის ტერიტორიაზე შემოწმების შედეგად დააკავა, რადგან ადგილზე კოკაინი და იარაღი აღმოუჩინეს. გარდა ამისა, გადაადგილდებოდა მიზეზის დასაბუთების გარეშე.

ირკვევა, რომ სფაკიანაკისმა ოფიცრების მისვლისას რეაგირება ვერ მოასწრო და მხოლოდ საკუთარი საბუთები გაუწოდა მათ. ერთ-ერთმა მათგანმა კი გვერდითა სკამზე არსებული ჩანთის გახსნაც სთხოვა, სადაც მას კოკაინი და ცეცხლსასროლი იარაღი ედო. პოლიციამ აღნიშნულის აღმოჩენისთანავე დააკავა მომღერალი.

ვრცელდება პირველი სიტყვები, რომლებიც სფაკიანაკისმა ოფიცრებს უთხრა:

“ეს ის არის, რაც გგონიათ,” ასეთი იყო მისი განმარტება კოკაინზე, ხოლო იარაღთან დაკავშირებით, რომლის ქონის უფლებაც არ აქვს, განაცხადა: “იარაღს ვატარებ, რადგან საფრთხეში ვარ.”

ამასთანავე, მან პოლიციას უთხრა, რომ გაეკეთებინათ საკუთარი საქმე როგორც საჭირო იყო, რადგან ნამდვილად კარგად მუშაობდნენ.

ცნობილი გახდა, რომ სფაკიანაკისის საქმეს ცნობილი ადვოკატი, ალექსის კუგიასი გაუძღვება.

 

 

onalem

ტესტ