fbpx
პოზიტივი

საბერძნეთი: რესტორნების სამზარეულოები გახსნეს და ექიმებს და ექთნებს კერძებს უმზადებენ

მართალია, კარანტინში ყველაფერი დახურულია და მათ შორის სარესტორნო დაწესებულებებიც, თუმცა, თესალონიკის გარეუბანში, სინდოსში, რამდენიმე რესტორნის სამზარეულომ მუშაობა განაახლა, მხოლოდ და მხოლოდ ექიმებისა და ექთნებისთვის.

გავრცელებული ინფორმაციით, რესტორნების მფლობელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სამზარეულოები გაეხსნათ და მუშაობენ მხოლოდ იმისთვის, რომ პანდემიის წინა ფრონტზე მებრძოლთათვის მოამზადონ კერძები. ისინი საჭმელს უმზადებენ ექიმებსა და ექთნებს.

ირკვევა, რომ პირველი “კლიენტები” თესალონიკის ΑΧΕΠΑ-ს საავადმყოფოს ექიმები არიან. თანამშრომლებს კი მაისურებზე აწერიათ: “ვამზადებთ გმირებისთვის”.

გადაღლილი ექიმები ემოციებს ვერ მალავდნენ, როდესაც მათ კერძები მიუტანეს.

onalem

ტესტ