fbpx
პოზიტივისაზოგადოება

“სუპერმარკეტის ურიკაში 10.500 ევრო შემთხვევით ვიპოვე” – მამაკაცმა, ათენიდან, დიდი რაოდენობის თანხა პატრონს დაუბრუნა

შემთხვევა კიპარისიას ტერიტორიაზე მოხდა. 57 წლის ბერძენ მამაკაცს ერთი წუთითაც არ უფიქრია, რომ ნაპოვნი თანხა თავისთვის დაეტოვებინა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, 57 წლის მამაკაცი ათენიდან არის, ის კიპარისიაში იმყოფება და სუპერმარკეტში საყიდლებზე წავიდა. როდესაც ურიკა აიღო, შიგნით ჩანთა შენიშნა. ის თვალებს არ უჯერებდა, როდესაც ჩანთა გახსნა და შიგნით დიდი რაოდენობის თანხა დაინახა. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, 10.500 ევრო იყო.

მამაკაცი მაშინვე პოლიციის განყოფილებაში წავიდა და ნაპოვნის შესახებ განაცხადა. პატრონის პოვნა მალევე მოხერხდა. ის 39 წლის ადგილობრივი იყო, რომელსაც ჩანთა ურიკაში დარჩა და იმ დრომდე არც კი იცოდა დანაკარგის შესახებ.

ცხადია, პატრონს ძალიან გაუხარდა როგორც თანხის პოვნა, ასევე ისიც, რომ ჯერ კიდევ არსებობენ პატიოსანი ადამიანები.

onalem

ტესტ