fbpx
საზოგადოება

“ძაღლი ბავშვს აქეთ-იქით ანარცხებდა, როგორც სათამაშოს, იქამდე აგრესიული არასოდეს ყოფილა” – რას ამბობს ბავშვის მამა

გლიკა ნერაში გარდაცვლილი 2 თვის ბავშვის მამის მიერ პოლიციისთვის მიცემული ჩვენებები საჯარო ახლახანს გახდა. მეზობლებისგან და ბებიისგან განსხვავებით, ის ამბობს, რომ ძაღლი წლებია ჰყავთ და აქამდე აგრესიული ქცევა არასოდეს გამოუვლენია.

“ეს ძაღლი 2011 წელს ავიყვანეთ. ყოველთვის ძალიან მორჩილი იყო. ჩვენს ბავშვეთან აგრესიული არასოდეს ყოფილა. დანარჩენ სამ შვილთან ერთად თამაშობდა და მცირე ინციდენტიც კი არასოდეს მომხდარა. ის ჩვენი ოჯახის წევრივით იყო.

ვერ ვხვდები, რა მოხდა, ეს რატომ გააკეთა, რადგან არასოდეს ყოფილა ასეთი. ვცდილობ, რომ ძლიერი ვიყო, ჩემს ცოლს დავეხმარო, რომელიც ჩვენ შორის ყველაზე მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია.

როგორც ექიმებმა თქვეს, ნაკბენების გარდა, ჩვენს შვილს ისეთი დაზიანებები ჰქონდა მიღებული, რომლებიც დარტყმის შედეგია. ძაღლი მას აქეთ-იქით ანარცხებდა, როგორც სათამაშო თოჯინას,” ამბობს მამაკაცი.

როგორც ძაღლის ქცევის ექსპერტები აცხადებენ, როტვეილერის ძიშის ძაღლი შესაძლოა იყოს ძალიან მეგობრული და ავლენდეს მშვიდ ქცევას წლების მანძილზე, მაგრამ ასეთი მცირეწლოვანი ბავშვის დატოვება არ შეიძლება სხვა, ყველაზე მშვიდი ხასიათის ძაღლთან ერთადაც კი. რადგან რთულია გაგება, როდის გრძნობს ძაღლი საფრთხეს, ხოლო როცა გრძნობს, სწორედ მაშინ ხდება თავდამსხმელი, რათა თავი დაიცვას.

 

onalem

ტესტ