fbpx
საზოგადოებაჯანმრთელობა

“კორონა-ბომბი” საბერძნეთის კუნძულზე – 20 ბრიტანელი მოსწავლე ზაკინთოდან ვირუსით დაბრუნდა და მშობლებიც დააინფიცირეს

Newsbeast-ის ინფორმაციით, ზაკინთოდან 20 ბრიტანელი მოსწავლე, რომელიც კუნძულზე დასასვენებლად იმყოფებოდა, სამშობლოში კორონავირუსით დაბრუნდა. შემთხვევამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია და ბრიტანული მედია აქტიურად წერს ამის შესახებ.

ირკვევა, რომ მოსწავლეთაგან ერთ-ერთი საბერძნეთის მიმართულებით გამომგზავრებისას თვითმფრინავში არ ატარებდა პირბადეს და ვარაუდობს, რომ სწორედ ეს გახდა დაინფიცირების მიზეზი.

“Sun” წერს, რომ სკოლა, რომელშიც ეს ბავშვები სწავლობენ, ჯერჯერობით არ გაიხსნება და სწავლის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა.

ამავე წყაროს ინფორმაციით, ბავშვების გარდა, ვირუსი უდასტურდებათ მათ მშობლებსაც.

აღსანიშნავია, რომ შოტლანდიამ და უელსმა სავალდებულო კარანტინი დაუწესა მათ, ვინ კუნძულ ზაკინთოდან დაბრუნდება.

მოსწავლეთა მიერ სოციალურ ქსელში ატვირთული ფოტოებიდან ჩანს, რომ კუნძულზე ისინი არ იცავენ უსაფრთხოების არანაირ წესს.

 

onalem

ტესტ