fbpx
საზოგადოება

ათენი: გადაჭედილი ვიქტორიის მოედანი და ხალხი, რომელიც თავშესაფარს ეძებს

ვიქტორიის მოედანზე კვლავ ვხედავთ სურათს, რომელიც უცხო არ არის. ათენის ერთ-ერთი ცენტრალური სკვერი 100-150-მდე ადამიანით გავსო, რომლებიც თავშესაფარს ეძებენ.

ესენი არიან იმიგრანტები, ძირითადად, კუნძულებიდან, რომლებსაც იქ ყოფნის ვადა ამოეწურათ და ახლა ათენში გადმოინაცვლეს, თუმცა, თუ ახლო მომავალში თავშესაფარს ვერ იპოვიან, ვიქტორიაზე, ღია ცისქვეშ მოუწევთ ცხოვრება.

მათ შორის არიან ოჯახებიც, რომლებსაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ. ამ ადამიანებს საბერძნეთისგან ოფიციალურად ეკუთვნით თავშესაფრის საბუთი, თუმცა, ეს მხოლოდ ფარატინა ფურცელია და მდგომარეობა კიდევ მეტ სირთულეებს მოიცავს.

მიუხედავად ამისა, როგორც მედია იუწყება, ადგილობრივი მთავრობა გამოსავლის მოძებნას ცდილობს, რადგან მსგავს შემთხვევებს არაერთხელ გამკლავებია.

 

onalem

ტესტ