fbpx
საზოგადოება

ავია კატასტროფაში დაღუპულთა ოჯახები საკუთარ მიცვალებულს 6 თვის მანძილზე ვერ ამოიცნობენ

გავრცელებული ინფორმაციით, ეთიოპიური ბოინგი ხმელეთზე განსაკუთრებით დიდი სისწრაფით ჩამოვარდა. ისინი ზღვის დონიდან დაახლოებით 14.000 მეტრზე იმყოფებოდნენ. ხოლო რადარებიდან თვითმფრინავი 10.800 მეტრზე გაქრა.

შემთხვევის ადგილი შემზარავი იყო… ცხადია, გარდაცვლილთა უმეტესობის ამოცნობა შეუძლებელია, რის გამოც, გენეტიკური მასალის ექსპერტიზა ტარდება.

გავრცელებული ინფორმაციით, დნმ-ის ტესტების დასრულებას მინიმუმ 6 თვე დასჭირდება, რაც ნიშნავს, რომ ოჯახები მთელი ამ დროის განმავლობაში სრულ გაურკვეველობაში იქნებიან და საკუთარი მიცვალებულის დატირებაც არ შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ ბოინგი 737 Max-ის მიერ ფრენების შესრულება მთელი მსოფლიოს მასშტაბით აიკრძალა.

 

onalem

ტესტ