fbpx
საზოგადოება

მძიმე კადრები თესალონიკიდან, სადაც მიტოვებული ახალშობილი იპოვეს

თვითმხილველთა მიერ ქვეყნდება ფოტოები, რომლებიც გუშინ ახალშობილი გოგონას პოვნის მომენტშია გადაღებული. ჩანს, რომ ჩვილი პატარა საბანსა და პირსახოცშია გახვეული.

როგორც უკვე ცნობილია, მისი დედა 24 წლის გოგოა, რომელმაც ფეხმძიმობის შესახებ მხოლოდ და მხოლოდ მშობიარობის დაწყების პროცესში გაიგო და ინტერნეტში წაკითხულის მიხედვით იმშობიარა.

ახალგაზრდა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და როგორც მედია იუწყება, ვერც კი ხვდება, რა გადახდა თავს. უცნობია, ბერძენია თუ არა ის.

ბავშვს მცირე დაზიანება აქვს მიღებული ხელზე და ამჟამად იპოკრატიოს საავადმყოფოს ინკუბატორშია მოთავსებული.

onalem

ტესტ