fbpx
კრიმინალი

“მათ არ ჰქონდათ არც “ადია პარამონი” და არც “ასილო” – თესალონიკში გუშინ 71 უსაბუთო ემიგრანტი დააკავეს

გუშინ დასავლეთ თესალონიკში საბერძნეთის პოლიციამ კიდევ ერთი ოპერაცია ჩაატარა. შედეგად დაკავებულია 71 პირი და დაზუსტებული ინფორმაციით, დაკავების მიზეზი უსაბუთობა იყო.

პოლიციამ გუშინ, 10:00 საათიდან 16:00 საათის ინტერვალში შემოწმება ჩაატარა რკინიგზის სადგურისა და დიალოგის სადგურის ტერიტორიებზე და საერთო ჯამში 135 პირს მოსთხოვეს პასპორტები და სხვადასხვა საბუთები. ვინაიდან 71 მათგანს არ აღმოაჩნდა არც “ადია პარამონი” და არც თავშესაფრის საბუთი, დაიყოვნებლივ განყოფილებაში გადაიყვანეს.

ოფიცრები იტყობინებიან, რომ მათ საბერძნეთში გაჩერების არანაირი უფლება არ გააჩნიათ და სავარაუდოდ, უკან დააბრუნებენ.

დაკავებულების ეროვნება უცნობია.

 

onalem

ტესტ