fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

დღეს: საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეები ქურდობის ბრალდებით დააკავეს

საბერძნეთის პოლიციამ ორი პირი ქურდობის ბრალდებით დააკავა. ისინი ათენის გარეუბნებში ბინებს ძარცვავდნენ.

37 წლის რუსი და ამავე ასაკის საქართველოს მოქალაქე DIAS პოლიციამ ხოლარგოსში დააკავა. კერძოდ, ორი დამნაშავე ერთ-ერთ ბინაში, მე-4 სართულზე ფანჯრიდან შეძვრა, რათა კამერებს არ დაეფიქსირებინათ, პოლიციამ ისინი სწორედ ამ დროს დააკავა. დამნაშავეები სახლებს ათენის ჩრდილოეთით მდებარე გარეუბნებში ძარცვავდნენ. მანამდე კი, მათ ხოლარგოსში აღნიშნულ სახლთან ახლოს მდებარე ბინა გაძარცვეს, საიდანაც ძვირფასეულობა და სამკაულები წაიღეს.

ჯერჯერობით იდენტიფიცირებულია მათ მიერ ჩადენილი 9 ქურდობა, პაპაღუს, ხოლარგოს და აგია პარასკევის ტერიტორიაზე. თუმცა, სხვა შესაძლო დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება.

საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეები პროკურორის წინაშე უკვე წარსდგნენ.

onalem

ტესტ