fbpx
კრიმინალიმსოფლიო

ქართველმა ემიგრანტმა ქალმა ისრაელში ასევე ქართველი, 31 წლის მამაკაცი მოკლა

გავრცელებული ინფორმაციით, მიშიკო სულაძე პირველ იანვარს ქართველმა ემიგრანტმა ქალმა მოკლა.

ისრაელში 31 წლის ქართველი მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მიშიკო სულაძე ისრაელის მოქალაქე იყო. ის 1 იანვარს, სავარაუდოდ, ქართველმა ემიგრანტმა ქალმა დანით მოკლა.

“ჩემი შვილი 9 წელი ისრაელის მოქალაქე იყო. 4 იანვარს, შუადღისას ჩვენთან მოვიდა პოლიცია და ჩემს მეუღლეს და ქალიშვილს შეატყობინეს, რომ ჩემი შვილი სამსახურში არ გამოცხადდა და ეძებდნენ… მივიდნენ მასთან სახლში, შეამტვრიეს კარები და ყელში დანა დარტყმული დახვდათ. გამოძიება მიმდინარეობს, მე ბევრი არაფერი ვიცი, მეუბნებიან, ემიგრანტმა ქალმა მოკლაო, ქართველმა”, – განაცხადა გარდაცვლილის დედამ კატერინა წიკლაურმა მასმედიასთან საუბრისას.

გარდაცვლილის დედა შვილის საქართველოში გადმოსასვენებლად დახმარებას ითხოვს, თუმცა ამ ეტაპზე საქართველოს საკონსულოსთვის ოფიციალური განცხადებით არ მიუმართავს. მკვლელობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

 

წყარო: sputnik-georgia.com

 

onalem

ტესტ