fbpx
საზოგადოება

“არ ვიცოდი ორსულად რომ ვიყავი და ინტერნეტში ნანახის მიხედვით ვიმშობიარე” – თესალონიკში 24 წლის გოგონამ შვილი გარეთ დატოვა

გუშინ მომხდარმა ინციდენტმა თესალონიკის საზოგადოება შეძრა. ერთ-ერთი კორპუსის შესასვლელთან იპოვეს ახალშობილი, რომელსაც ჭიპლარიც კი არ ჰქონდა მოჭრილი და დედამ ის დაბადებისთანავე მიატოვა.

პატარა გოგონა გამვლელმა იპოვა და მაშინვე პოლიციას და სასწრაფო დახმარების ბრიგადას შეატყობინა. ის სრულიად სველი იყო და საბანში იყო გახვეული, თვალები კი დახუჭული ჰქონდა. მისი ერთი ხელი დალურჯებული იყო, სავარაუდოდ, მცირე დაზიანების გამო.

როგორც თვითმხილველი ამბობს, ნერვიულობდა და ვერ ხვდებოდა ცოცხალი იყო თუ არა ჩვილი, რადგან სრულიად ჩუმად იყო, თუმცა, როცა ტირილი დაიწყო, დამშვიდდა.

ამ დროისთვის ახალშობილი გოგონა იპოკრატიოს საავადმყოფოში, ინკუბატორშია მოთავსებული და დაკვირვების ქვეშ არის. ექიმები ამბობენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ იპოვა ბავშვის დედაც, რომელიც 24 წლის არის და იქვე ახლოს ცხოვრობს, სადაც შვილი დატოვა. ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა საკუთარი ორსულობის შესახებ და მხოლოდ ინტერნეტში ნანახი ინსტრუქციების დახმარებით იმშობიარა.

“არ ვიცოდი, რომ ორსულად ვიყავი. ინსტრუქციები ინტერნეტში ვნახე და ისე ვიმშობიარე. როცა დაიწყო, პანიკაში ჩავვარდი და არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა.”

 

onalem

ტესტ