fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

პოლიციამ ომონიაზე უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე დააკავა – პატრულირება გრძელდება

ომონიაზე ბოლო დღეებში მომხდარ რამდენიმე შემთხვევასთან დაკავშირებით, პოლიციამ დაკავებების სერია დაიწყო. ამჟამად დაპატიმრებულია 9 უცხოელი მამაკაცი.

პირველი ინციდენტი სოკრატეს ქუჩაზე მოხდა, სადაც ჩხუბში სამი ადამიანი დაიჭრა.

შემდეგ პოლიციას კოძიას სკვერში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით შეატყობინეს, სადაც ასევე უცხოელი მამაკაცი დანით დაჭრეს და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

ომონიაზე ძალიან ხშირია იმიგრანტთა შორის დაპირისპირებები, რომლებიც თითქმის ყოველთვის სისხლისღვრით სრულდება. ისინი ძირითადად ავღანეთის ან პაკისტანის მოქალაქეები არიან.

ოფიცრებმა ამ დრომდე 9 პირის დაკავება მოახერხეს, რომელთაც სხეულის განზრახ დაზიანებაში ედებათ ბრალი.

გამოძიება სხვა დამნაშავეების იდენტიფიცირებისთვის გრძელდება.

onalem

ტესტ