fbpx
კრიმინალი

ათენი: აგიოს პანტელეიმონას ეკლესიასთან 18 წლის იმიგრანტი ბიჭი მოკლეს

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აგიოს პანტელეიმონას ტერიტორია ნამდვილ ბრძოლის ველად იქცა. კვირას ღამით აქ იმიგრანტთა ორი ჯგუფი ერთმანეთს დაუპირისპირდა და ინციდენტი ფატალურად დასრულდა.

როგორც პოლიცია იუწყება, მათ ჰქონდათ დანები და სხვადასხვა ცივი იარაღები, დაჭრილია რამდენიმე მათგანი, თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაღუპულია ერთი 18 წლის ავღანელი ბიჭი, რომელმაც მიყენებულ ჭრილობებს ვერ გაუძლო. საავადმყოფოში გადაყვანისას ის უკვე გარდაცვლილი იყო.

ამ დროისთვის დაპირისპირების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა, არსებული ვარაუდით, ეს მოხდა რელიგიური ან ეთნიკური სხვადასხვაობის გამო. ასევე უცნობია, თუ რა ეროვნების იყო თითოეული მოწინააღმდეგე.

პოლიციამ საქმის გამოძიება უკვე დაიწყო, რადგან ჩანს, რომ ეს წინასწარ დაგეგმილი საქმის გარჩევა იყო და შესაძლოა ამ ყველაფერს გაგრძელება მოჰყვეს.

 

onalem

ტესტ