fbpx
კრიმინალი

“როცა მამა მოუკლეს, სააბაზანოში იყო, გამოვიდა და მკვლელს ტყვიები “დააცალა” – ტრაგედია კრეტაზე

ეს არის ამბავი, რომელმაც არა მხოლოდ ანოგიას საზოგადოება, არამედ მთელი საბერძნეთი შეძრა. გუშინ 30 წლის გიორგოს ქსილურისი დაკრძალეს, ხოლო დღეს მის მსხვერპლს, 62 წლის ლეფტერი კალომირისს ემშვიდობებიან.

როგორც ამბობენ, მათ დაკარგეს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ფოლკლორისა და ტრადიციების ადამიანი.

ამ დროისთვის დაკავებულია კალომირისის ვაჟი, მანოლის კალომირისი, რომელსაც 30 წლის ქსილურისის მკვლელობაში ედება ბრალი.
როგორც ცნობილი გახდა, მამის მკვლელობის დროს ის საკუთარი სახლის სააბაზანოში იმყოფებოდა, შემდეგ დედის ყვირილი და გასროლის ხმა გაიგონა და როდესაც გარეთ გამოსვლა მოახერხა, მამა გზაზე დაგდებული იპოვა, ქსილურისს იარაღი წაართვა და ტყვიები ზედ “დააცალა”.

პოლიცია ამ დრომდე იძიებს, თუ როგორ, რა მანძილიდან და რამდენი გასროლა მოხდა.

ქსილურისის მამა კი აცხადებს, რომ მისი შვილი სრულიად უდანაშაულოა და მამამისი მანოლის კალომირისმა თავად მოკლა. ანოგიაში აცხადებენ, რომ ოჯახებს შორის არსებობდა გარკვეული სახის უთანხმოება, მაგრამ მოკლული გიორგოს ქსილურისის მამა, იანის ქსილურისი ამას კატეგორიულად უარყოფს.

onalem

ტესტ