fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

“კაფე-ბარები და ტავერნები უფრო ადრეც გაიხსნება, თუ არ გვექნება ინფიცირების შემთხვევების მატება” – ადონის გეორგიადის

ტელეკომპანია ANT-ზე საუბრისას, განვითარებისა და ინვესტიციების მონისტრმა, ადონის გეორგიადისმა ოპტიმისტური განცხადებები გააკეთა. როგორც უკვე ცნობილია, კაფე-ბარების, ტავერნებისა და რესტორნების გახსნა მოსალოდნელია 1 ივნისისთვის, მაგრამ მისი თქმით, თუკი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები არ მოიმატებს, ყველა ეს დაწესებულება გაცილებით ადრე გაიხსნება.

“ჩვენ მარტო არ დავტოვებთ ბიზნესის მფლობელებს. სახელმწიფო მხარს დაუჭერს მათ და დაეხმარება, თუნდაც იმით, რომ გავაფართოვებთ გარე ტერიტორიებს, რომ მეტი კლიენტის მიღება შეძლონ. ამისთვის კი არ დაეკისრებათ დამატებითი გადასახადი. 

საბერძნეთი საკმაოდ წარმატებულია, როგორც კორონავირუსთან ბრძოლის მხრივ, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. ამას ადასტურებს Eurostat-ის კვლევებიც. 

კაფე-ბარებისა და ტავერნების მფლობელები და მათი თანამშრომლები იმ ადამიანთა შორის არიან, რომელთაც კორონავირუსის პანდემიამ საკმაოდ დიდი დარტყმა მიაყენა. ვინაიდან ამ დაწესებულებების გახსნა კიდევ ერთი თვით გადაიდო, მაქსიმალურად დავუჭერთ მხარს, ხოლო თუ არ გვექნება ვირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა, გაცილებით ადრე მივცემთ მუშაობის დაწყების უფლებას,” განაცხადა მინისტრმა.

onalem

ტესტ