fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ქსანთი: “მე მოვკალი ჩემი შვილი იმიტომ, რომ ურთიერთობა ჰქონდა”

ქსანთიში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება. 18 წლის გოგონას მამამ სერიოზული ჭრილობები თავის, კისრისა და სახის არეში მიაყენა. როგორც ცნობილია, მამაკაცს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.

ნამდვილი თრილერი მაშინ დაიწყო, როცა გოგონა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

“გოგონა ერთ-ერთ ოთახში იყო და სისხლში ცურავდა. მე ჭრილობები დავინახე მის სახესა და კისერზე, სავარაუდოდ, დანით მიყენებული. სიკვდილის უფრო კონკრეტულ მიზეზს მალე დავადგენთ,” ამბობს კორონერი ნიკოს კიფნიდისი.

მეზობლებმა დილით ამ საშინელების შესახებ შეიტყვეს, შემდეგ კი გოგონას მამა სახლიდან 300 მეტრის მოშორებით, ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. როგორც პოლიცია ამბობს, მამაკაცმა შეტყობინება დატოვა, რომელშიც აღნიშნავს, თუ რატომ მოკლა 18 წლის შვილი.

“დავიღალე. მე მოვკალი ჩემი გოგონა, რადგან ურთიერთობა ჰქონდა, რომელიც მე არ მომწონდა,” წერს 49 წლის მამაკაცი.

როგორც ჩანს, მამაკაცმა თავისი შვილი რამდენჯერმე შენიშნა მეგობარ ბიჭთან ერთად, მოტოციკლით მიმავალი. სწორედ ამ ფაქტმა უბიძგა მას სულისშემძვრელი ტრაგედიის ჩადენისკენ.

დის მკვლელობამ და მამის თვითმკვლელობამ სერიოზულ სტრესში ჩააგდო გოგონას დები (4 და), რომლებსაც ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ. მათი დედა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა.

იხილეთ 18 წლის გოგონას ფოტოები:

onalem

ტესტ