fbpx
კრიმინალი

“მჟავის შესხმის იდეა გადაცემის ყურებისას მომივიდა, პაკისტანელს მივმართე და სითხე მომიტანა” – ეფი კაკარანძულა ალაპარაკდა

ეფი კაკარანძულა დღეს სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ წარსდგა და თავდასხმის დეტალებზე ისაუბრა. ბრალდებულმა, როგორც იქნა, მოჰყვა, თუ როგორ შეძლო მჟავის მოპოვება და საიდან მოუვიდა, ზოგადად, მსგავსი სახის თავდასხმის იდეა.

“ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც 2018 წელს ნოდა (40 წლის მამაკაცი, რომელიც თავდასხმის მიზეზად მიიჩნევა) გავიცანი. ინტიმური ურთიერთობა გვქონდა. ვეკითხებოდი ხოლმე, თუ რა ხდებოდა იოანასთან და არაფერს მპასუხობდა, რაც ეჭვებში მტოვებდა. რამდენჯერმე ვკითხე და მაინც არაფერს მეუბნებოდა, ამიტომ მათთვის თვალყურის დევნება დავიწყე. იოანასაც მივწერე და მითხრა, რომ არ ჰქონია ამ ადამიანთან არანაირი ურთიერთობა, მაგრამ ფეისბუქი სრულიად სხვა რამეზე მეტყველებდა. მე მას მუდმივად ვათვალიერებდი, არა იმიტომ, რომ თავს დავსხმოდი, არამედ რომ მენახა, იყვნენ თუ არა ერთად. მე იოანასთვის უბრალო ნაცნობი ვიყავი და არ არსებობდა მიზეზი, ჩემთვის პატივი ეცა.

ტელევიზორში გადაცემისას ყურებისას მომივიდა მჟავით თავდასხმის იდეა, რადგან მოვისმინე, რომ ეს ქალთა შორის შურისძიების ხერხი იყო. არ მიფიქრია, რომ მოკვდებოდა, მკვლელი არ ვარ, ყოველთვის კანონმორჩილი ვიყავი და მშვიდი ცხოვრება მქონდა.

მივხვდი, რომ მჟავის მოპოვება ძალიან რთული საქმე იყო. ერთ პაკისტანელ მამაკაცს მივმართე და მითხრა, რომ შეძლებდა ჩემთვის სითხის მოტანას. სამ დღეში ისევ შევხვდით და მჟავა მომცა. ისიც ვკითხე, ვინმე ხომ არ იცოდა, რომ თანხა გადამეხადა და ჩემთვის ეს საქმე შეესრულებინა, ახსნის გარეშე. თავიდან დამაკავშირა სხვა პაკისტანელთან, მაგრამ ვერ შევუთანხმდი, რადგან არ საუბრობდა ბერძნულად. ეს იყო მჟავა დაახლოებით 300-დან 500 გრამამდე, არა 1 ლიტრი, რადგან ამისთვის დიდი ჭურჭელი დამჭირდებოდა და იოანა დაინახავდა,” განაცხადა კაკარანძულამ.

onalem

ტესტ