fbpx
პოზიტივისაბერძნეთი

კორფუს ხელისუფლება უნარშეზღუდულ ადამიანებს საშუალებას აძლევს ზაფხულით ისიამოვნონ

ერთ-ერთი მედია საშუალების ინფორმაციით, კორფუს მუნიციპალიტეტმა არაჩვეულებრივი ინიციატივა გამოიჩინა. მათ გადაწყვიტეს, ულამაზესი სანაპიროები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვისაც სასიამოვნო დასვენების საშუალებად აქციონ.

კორფუ პირველი კუნძულია საბერძნეთში, რომელმაც ეტლით მოსიარულე ადამიანებს შანსი მისცა, წყლითა და სანაპიროებით ისიამოვნონ. მათ შეუძლიათ გამოიყენონ სპეციალური ეტლები, რომელიც კუნძულის უამრავ სანაპიროზეა განთავსებული.

მერის მოადგილე, ანდრეას სკუმბურასი სამი წელი ცდილობდა ინიციატივა რეალურად განეხორციელებინა და ბოლოს მოახერხა, რომ კუნძულის ყველაზე პოპულარულ სანაპიროებზე 9 სპეციალური ეტლი დაედგა, რომლითაც წყალში შესვლა და ქვიშაზე გადაადგილება შშმ პირებისთვის ბევრად მარტივი გახდა.

სიახლის წყალობით კუნძულს ესტუმრება უამრავი ტურისტი, რომელსაც იქამდე სანაპიროზე სიამოვნების მიღებისა და განტვირთვის იმედი, საკუთარი მდგომარეობის გამო არ ჰქონია.

იგეგმება ეტლების რაოდენობის 25-მდე გაზრდა. სკუმბურასის თქმით, 2019 წლისათვის კორფუს აქვს პოტენციალი, მიიღოს ჯილდო ყველაზე მეგობრული და სტუმართმოყვარე გარემოს შექმნისთვის ევროპის კავშირში.

onalem

ტესტ