fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

“თუ ზომები მოიხსნება, ველით პაციენტების “ცუნამს” – ექსპერტთა პროგნოზი საბერძნეთში

ინფეციური დაავადებების სპეციალისტები საკუთარ პროგნოზებს გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, თუ რას ელიან იმ შემთხვევაში, თუკი საშობაოდ ქვეყნის ეკონომიკის გარკვეული ნაწილი ამუშავდება. მათი თვალსაზრისით, ზომების მოხსნა ავტომატურად ნიშნავს პაციენტთა კიდევ ერთ ‘ცუნამს” და ეს “ცუნამი” შესაძლოა იყოს გაცილებით ძლიერი, ვიდრე ახლა არის.

ირკვევა, რომ მომდევნო ორ კვირაში მოსალოდნელია,ჰოსპიტალიზაცია დასჭირდეს დაახლოებით 1.600 პაციენტს, საიდანაც 250 იქნება მძიმე და აუცილებელი იქნება, მართვით სუნთქვაზე გადაყვანა.

ჩრდილოეთ საბერძნეთში ფიქსირება ურთულესი ეპიდვითარება, ვინაიდან საავადმყოფოებშია მოთავსებული ინფიცირებულთა 65%-70% და გადავსებულია რეანიმაციული განყოფილებები.

პროფესორი, მანოლის დერმიძაკისი აცხადებს, რომ არ არის საჭირო ჩვენი რომელიმე ნათესავი ან მეგობარი შეაერთონ მართვით სუნთქვაზე იმისთვის, რომ დავიჯეროთ, თუ როგორი მომაკვდინებელია ეს ვირუსი.

“თუკი შობისთვის ყოველდღიურად ინფიცირებულთა რიცხვი 500-მდე ჩამოვა, აღარ გვექნება მიზეზი, რომ ეკონომიკა არ ამუშავდეს. არაფერი გვექნება სადარდებელი, თუკი მოსახლეობა უსაფრთხოების ზომებს დაიცავს. პანდემიის კურსი სწორედ თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული.”

ათენი-პირეას ექიმთა გაერთიანების პრეზიდენტი, მატინა პაგონი კატეგორიულად გამორიცხავს კარანტინის 7 დეკემბერს მოხსნას და აცხადებს, რომ სკოლები იანვრამდე საერთოდ არ უნდა გაიხსნას.

“ვაჭრობის გახსნის საკითხი ჯერ კიდევ სადაოა. აუცილებელია დიდი სიფრთხილე და უნდა დავაკვირდეთ, როგორ წავა მომდევნო 15 დღე,” ამბობს პაგონი.

onalem

ტესტ