fbpx
საბერძნეთი

ათენი: მამაკაცი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში თავისი მანქანით შევარდა, რადგან სამედიცინო ბრიგადა არ გაუგზავნეს

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ΚΑΤ-ის საავადმყოფოში მოხდა, სადაც პაციენტი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში საკუთარი მანქანით შეიჭრა. მისი განცხადებით, იძულებული გახდა ეს გაეკეთებინა, რადგან როდესაც დარეკა, უთხრეს, რომ არ არსებობდა თავისუფალი მანქანა, რომ მისთვის გაეგზავნათ და საავადმყოფოში გადაეყვანათ.

ფოტოებზე ჩანს, რომ Smart-ის მარკის ავტომობილი მიმღებში დგას, თავად საავადმყოფოს წარმომადგენლობა კი, აცხადებს, რომ მამაკაცი გაბრაზებული იყო, რადგან დახმარება არ აღმოუჩინეს და შესაბამისად, გადაწყვიტა, რომ თავად ძალადობრივად შევარდნილიყო შიგნით.

ამას გარდა, აღნიშნავენ, რომ პაციენტი საკმაოდ მძიმე წონის იყო და გადაადგილებაშიც დახმარება სჭირდებოდა, საბოლოოდ, სამედიცინო პერსონალმა მას შესაბამისი დახმარება გაუწია.

onalem

ტესტ