fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ოჯახი დაკრძალვამდე რამდენიმე წუთით ადრე მიხვდა, რომ სასახლეში სხვა მიცვალებული ჰყავდა

შემთხვევა ახაიაში მოხდა, სადაც 79 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში თავისმა შვილმა მიიყვანა, სადაც ექიმებმა უთხრეს, რომ გულზე სერიოზული პრობლემა ჰქონდა და დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დარჩენოდა. მოხუცი მართლაც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა და შესაბამისად, ოჯახმა საჭირო პროცედურის მოსაგვარებლად დამკრძალავ ბიუროს მიმართა.

როგორც გარდაცვლილის შვილი ამბობს, მიაწოდა ყველა საჭირო დოკუმენტაცია და ინდეტიფიკაციისთვის საჭირო დეტალები, რათა საავადმყოფოდან დაკრძალვისთვის გადაესვენებინათ.

“ბიუროს მოთხოვნილი დოკუმენტები მივაწოდეთ და მიცვალებული გადმოგვისვენეს. დაკრძალვამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე აღმოვაჩინეთ, რომ სასახლეში დედაჩემი არ იყო, სრულიად სხვა ადამიანის ცხედარი იყო დასვენებული. ისედაც მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა გვქონდა და უფრო მეტი შოკი მივიღე,” ამბობს ქალი.

როგორც ირკვევა, შეცდომა იმის გამო მოხდა, რომ საავადმყოფოში ერთი და იგივე გვარის მქონე ორი ქალი იყო გარდაცვლილი და ოჯახს შეცდომით სხვა მიცვალებული გადაუსვენეს, შემდეგ კი, საჭირო გახდა, ხელმეორე პროცესის განხორციელებამდე ცხედრის ამოსაცნობად ოჯახის წევრი მისულიყო, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ საკუთარ მიცვალებულს დაკრძალავდნენ.

onalem

ტესტ