fbpx
საბერძნეთი

ხვალ, 13 თებერვალს, ათენში ტაქსები 14:00 საათიდან 20:00 საათამდე არ იმუშავებენ

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ხვალ, 13 თებერვალს, ათენში ტაქსები რამდენიმე საათით არ იმუშავებენ.

კერძოდ, ორშაბათს, ტაქსები მუშაობას შეწყვეტენ 14:00 საათზე და აღადგენენ მხოლოდ 20:00 საათის შემდეგ.

აღნიშნული დაკავშირებულია რიგგარეშე სხდომასთან, რომელზეც მონაწილეობა უნდა მიიღონ მძღოლებმა.

როგორც ირკვევა, ისინი ითხოვენ კონკრეტულ მარშრუტებზე საწყისი ტარიფის გაზრდას, მაგალითად აეროპორტის მიმართულებით 40 ევროდან 45 ევრომდე დღის საათებში, ხოლო 55 ევროდან 60 ევრომდე, ღამის საათებში.

ამას გარდა, სურთ, რომ შემცირდეს დღგ საწვავზე, ვიდრე ენერგეტიკული კრიზისი იმოქმედებს.

onalem

ტესტ