fbpx
საზოგადოება

თვით-ტესტირება მაღაზიების გახსნის წინაპირობაა – როდის ამუშავდება ეკონომიკა საბერძნეთში?

როგორც უკვე ცნობილია, მომდევნო თვიდან საბერძნეთში აფთიაქებში სწრაფი ტესტები სრულიად უფასოდ გაიცემა. მოსახლეობა მათ აღებას ყოველ კვირას შეძლებს, ტესტის გაკეთება კი სახლის პირობებში, დამოუკიდებლად, საკმაოდ მარტივი იქნება და კონკრეტული ინსტრუქციებიც გაიცემა.

მთავრობა გამორიცხავს, რომ ამჟამინდელი მონაცემების ფონზე 29 მარტს მაღაზიები გაიხსნება. შესაბამისად, განიხილება ახალი თარიღები, 4 ან 12 აპრილი. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეკონომიკის ამუშავება დააგვიანებს, რადგან ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა მინიმუმ ორი კვირის მანძილზე არ დაიკლებს.

პროფესორთა თქმით, ყოველკვირეული თვით-ტესტირება ეკონიმიკის ამუშავების ერთ-ერთი წინაპირობაა, რადგან ტესტის საშუალებით ცნობილი იქნება ვირუსის გავრცელების მასშტაბები, ეს კი ნიშნავს, რომ კონტროლი იქნება გაცილებით მარტივი.

ამრიგად, თუკი მოსახლეობა მასობრივად ჩაიტარებს ტესტირებას, დამოუკიდებლად, მით უფრო უსაფრთხო იქნება სხვადასხვა დაწესებულებების ამუშავება. გამომდინარე იქიდან, რომ მოდის საზაფხულო პერიოდი, როგორც პროფესორები აცხადებენ, უნდა გადავარჩინოთ ტურისტული სეზონი, რადგან მუტაცირებული შტამების ფონზე სიტუაცია კონტროლის არიდან მარტივად გადის.

უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება, თუ ზუსტად როგორ უნდა გავიკეთოთ სწრაფი ტესტი სახლის პირობებში, სწორად და უსაფრთხოდ.

 

onalem

ტესტ