fbpx
პოზიტივისაზოგადოება

პაკისტანელი ბიჭი, რომელმაც საკუთარ ქვეყანაში ხელი დაკარგა და საბერძნეთში ახალს შეიძენს

ხურამი 26 წლის არის არის, წარმოშობით პაკისტანიდან. ახალგაზრდა ბიჭმა მარჯვენა ხელი 16 წლის ასაკში დაკარგა, როდესაც მუშაობდა და საზარელი ინციდენტის გამო, ექიმები იძულებულები გახდნენ, რომ ხელი იდაყვამდე მოეჭრათ. ხურამმა ვეღარ შეძლო პაკისტანში საკუთარი ცხოვრების ნორმალურად გაგრძელება.

ახალგაზრდა საბერძნეთში ორნახევარი წლის წინ ჩამოვიდა, უკეთესი მომავლის საპოვნელად და იპოვა კიდეც, ის ორგანიზაციამ, ΟΙΚΟΠΟΛΙΣ, მიიღო, რომელიც გარემოს დაცვასა და დაუცველ ადამიანთა სოლიდარობას ემსახურება. ხურამმა ორგანიზაციას შესთავაზა, რომ გაეკეთებინა ყველაფერი, რაც კი შეეძლო, მოევლო კატებისა და მცენარეებისთვის, დაკავებულიყო ჭრა-კერვით და ა.შ. გამომდინარე აქედან მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ხურამს დახმარებოდნენ და წამოიწყეს საქველმოქმედო კამპანია, “ახალი ხელი, ახალი ცხოვრება”.

მისთვის გროვდება თანხა, რომ შეიძინონ პროთეზი და ახალგაზრდამ შეძლოს ახალი ცხოვრების დაწყება ახალი ხელით.

პაკისტანელი ბიჭის ოცნებაა, რომ მომავალში მასწავლებელი გახდეს, თუკი ამას შეძლებს, თუმცა, სხვა შემთხვევაში უნდა რომ ჭრა-კერვის ხელოვნებას მიჰყვეს, რაც საკუთარ ქვეყანაში ისწავლა და ძალიან მოსწონს.

 

onalem

ტესტ