fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ახალი ცნობები გადაადგილებისთვის დღეიდან 9 აპრილამდე

დღეიდან გადაადგილებისთვის საჭირო ცნობის ფორმა იცვლება. საუბარია კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანებზე, რომელთაც სამსახურებიდან ჰქონდათ სპეციალური ცნობა, რომელიც უფლებას აძლევდათ გადაადგილებულიყვნენ სამუშაო ადგილის მიმართულებით და ცხადია, დაბრუნებულიყვნენ უკან, სახლში.

26 მარტიდან კერძო სექტორში დასაქმებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ახალი ცნობები, სადაც აღნიშნულია, რომ:

  • დასაქმებულმა თანამშრომელი არ გადაიყვანა ონლაინ მუშაობის რეჟიმზე
  • რომ მას კარანტინის რეჟიმში არ შეუწყვეტია მუშაობა
  • რომ თანამშრომელი არ არის კუთვნილ შვებულებაში.

აღნიშნული ცნობების ამობეჭდვა შესაძლებელია შემდეგი ელექტრონული მისამართებიდან: https://eservices.yeka.gr/ და https://forma.gov.gr.

დასაქმებულს სჭირდება TAXISNET-ის საკუთარი კოდები, რომ შევიდეს აღნიშნულ მისამართებზე და მარტივად ამობეჭდოს კუთვნილი ცნობა. სხვა შემთხვევაში უნდა აიღოს სამსახურიდან.

აღნიშნული ცნობები ძალაში უნდა იყოს 9 აპრილამდე.

 

onalem

ტესტ