fbpx
საბერძნეთი

ვისთვის იქნება სავალდებულო თვით-ტესტირება საბერძნეთში – ნახეთ დეტალები

როგორც უკვე ცნობილია, აპრილის პირველი რიცხვებიდან საბერძნეთში სწრაფი ტესტები უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. მათი გაკეთება შეგვეძლება დამოუკიდებლად და მარტივად, თუმცა, შესაძლებელია ვითხოვოთ დახმარება ფარმაცევტისგანაც.

მთავრობის წარმომადგენლებმა განმარტეს, თუ ვისთვის იქნება სავალდებულო თვით-ტესტირება და არა უბრალოდ ნებაყოფლობითი.

კერძოდ, ტესტი კორონავირუსზე ყოველ კვირას აუცილებლად უნდა ჩაიტარონ:

  • მათ, ვინც მუშაობს მაღაზიებში (ტანსაცმელ-ფეხსაცმლის, აქსესუარების და ა.შ.)
  • მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა (ანუ სკოლაში მოსიარულე პირებმა)
  • მათ, ვინც მუშაობს კაფეებში, ტავერნებსა და რესტორნებში
  • მათ, ვინც მუშაობს ტურიზმის სექტორში
  • ასევე მათ, ვინც მუშაობს სასამართლოებში.

ტესტის გაკეთების ინსტრუქციები მოგვიანებით გახდება ცნობილი. თითოეული ადამიანი აფთიაქში მიიღებს თითო ტესტს ყოველ კვირას, ანუ თვეში ოთხჯერ.

onalem

ტესტ