fbpx
საბერძნეთი

ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა, ძლიერი წვიმა, ქარი და თოვლი საბერძნეთში – საგანგებო პროგნოზი

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საბერძნეთში მომდევნო დღეებში ამინდი კვლავ იცვლება. სინოპტიკოსთა პროგნოზით, მოსალოდნელია ძლიერი ქარი, წვიმა, თოვლი და ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა.

კერძოდ, ამინდის გაუარესება ხვალ, სამშაბათს დილიდან დაიწყება და ძირითადად იწვიმებს დასავლეთ საბერძნეთში, ცენტრალურ, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ეგეოსის კუნძულებსა და დოდეკანესის კუნძულებზე.

ქვეყანაში ტემპერატურა ხვალ საღამოდან, დაახლოებით 6-8 გრადუსით დაეცემა. თოვლია მოსალოდნელი მთიან რეგიონებში.

ხვალიდან განსაკუთრებით ძლიერად იწვიმებს დასავლეთ მაკედონიაში, სტერეას ცენტრალურ ნაწილში, დასავლეთ პელოპონისოში, თესალიასა და ევიაში.

რაც შეეხება ატიკის რეგიონს, ხვალ წვიმაა მოსალოდნელი საღამოს საათებში, ხოლო ოთხშაბათს ამინდი გაუმჯობესდება. თესალონიკშიც იწვიმებს საღამოს საათებში.

საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტრო მოუწოდებს აღნიშნულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე, წყალდიდობის დაფიქსირების შემთხვევაში და მოერიდონ გადაადგილებას.

onalem

ტესტ