fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ღია იქნება თუ არა მაღაზიები კვირას, 31 იანვარს?!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში მაღაზიები შესაძლოა მომდევნო კვირა დღეს, 31 იანვარსაც ღია იყოს, რათა მეტ მომხმარებელს მიეცეს ფასდაკლებებით სარგებლობის საშუალება.

კომერციული გაერთიანების პრეზიდენტი, სტავროს კაფუნისი აცხადებს, რომ ეს საკითხი განიხილება, მაგრამ დიდი შანსია, რომ მაღაზიები ღია იყოს და იმუშაონ 31 იანვარს. მისი თქმით, გადაწყვეტილება სულ მალე მიიღება, რაც შეეხებათ მომხმარებლებს, რაც უფრო მეტი დრო ექნებათ მათ სავაჭროდ, მით უკეთესი.

მეორეს მხრივ, ექსპერტები იმედს გამოთქვამენ, რომ მომდევნო დღეებში ვითარება გარკვეულწილად შეიცვლება და ათენისა და თესალონიკის ცენტრში ათასობით ადამიანი ერთად არ შეიკრიბება.

ამრიგად, მომდევნო დღეებში ოფიციალურად გავრცელდება ინფორმაცია, იმუშავებენ თუ არა მაღაზიები კვირას და რა იქნება მათი განრიგი.

onalem

ტესტ