fbpx
კრიმინალი

“11 წლის ბავშვს მოკვლით ემუქრებოდა, თუკი ძალადობის შესახებ გაამხელდა” – 38 წლის ყოფილი მწვრთნელი არაფერს ნანობს

11 წლის გოგონაზე ძალადობის საქმე სულ უფრო და უფრო შოკისმომგვრელი ხდება. როგორც უკვე ცნობილია, საკუთარ მოსწავლეზე, 9 წლის წინ, მუდმივი სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულია 38 წლის მამაკაცი, რომელიც საზღვაო კლუბში მწვრთნელად მუშაობდა.

გოგონამ, რომელიც ახლა უკვე 21 წლის არის, სასამართლოზე განაცხადა, რომ დაკავებული მას მოკვლით ემუქრებოდა, თუკი ვინმეს ეტყოდა, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ.

წარმოუდგენელია, მაგრამ თავად ყოფილი მწვრთნელი არაფერს ნანობს, ასევე, უარყოფს, რომ გოგონა 11 წლის იყო, როდესაც მასთან ურთიერთობა ჰქონდა. ამბობს, რომ ის გაცილებით დიდი იყო და მასზე დაქორწინება უნდოდა, როგორც კი 18 წლის გახდებოდა. ამტკიცებს, რომ ურთიერთობის შესახებ კარგად იცოდნენ ბავშვის მშობლებმაც, განსაკუთრებით დედამ, მაგრამ მამის გავლენის გამო, ის ახლა არაფერს ამბობს.

როგორც ცნობილია, მცირეწლოვანმა 2013 წელს მოახერხა და მშობლებთან ერთად პოლიციაში წავიდა, რათა ძალადობის შესახებ განეცხადებინა, მაგრამ ირკვევა, რომ განყოფილების უფროსმა ურჩია, ნუ დატანჯავდნენ ბავშვს სასამართლოებით, რადგან ეს მას მეტ ფსიქოლოგიურ ტკივილს მიაყენებდა.

სწორედ ამავე წელს მწვრთნელი საზღვაო კლუბიდან მოხსნეს და მას შემდეგ, ფაქტობრივად, მათი ცხოვრებიდან გაქრა.

onalem

ტესტ