fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: 9 წლის გოგონა, რომელმაც სკოლაში, ტკბილეულის ჭამის დროს ალერგიული შოკი მიიღო, სიკვდილს ებრძვის

გავრცელებული ინფორმაციით, 9 წლის გოგონა საავადმყოფოშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმედ ითვლება.

ბავშვი, ფაქტობრივად, სიკვდილს ებრძვის მას შემდეგ, რაც სკოლაში, ტკბილეულის ჭამისას ალერგიული შოკი მიიღო და გონება დაკარგა. მისმა ორგანიზმმა კონკრეტულ საკვებზე მაშინვე მძაფრი რეაქცია გამოავლინა.

ირკვევა, რომ მცირეწლოვანი ვოლოსიდან დაუყოვნებლივ იპოკრატიოს საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან მისი მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა და ექიმებმა საჭიროდ ჩათვალეს, თესალონიკში გაეგზავნათ.

გოგონას მდგომარეობა კრიტიკულია და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

onalem

ტესტ