fbpx
საბერძნეთი

შოკი ათენის ცენტრში, პატისიაზე: დააკავეს 56 წლის ალბანელი, რომელიც მეუღლის შვილზე 7 წელი ძალადობდა

პატისიიდან შოკისმომგვრელი ამბის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. არსებული ცნობებით, დაკავებულია 56 წლის მამაკაცი, ალბანეთიდან, რომელიც საკუთარი მეუღლის ქალიშვილზე ძალადობაშია ბრალდებული. საქმის მასალების მიხედვით, ის ბავშვზე 7 წლის მანძილზე ძალადობდა, ახლა კი, 15 წლის არის.

მამაკაცი შესაბამისი ბრალდებით გადაიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, როგორც ირკვევა, მის მფლობელობაში აღმოაჩინეს ბავშვთა პორნოგრაფიული მასალა, მათ შორის აღნიშნული გოგონას ფოტოებიც.

ბოლო შემთხვევა, როდესაც მამაკაცმა მასზე იძალადა, სულ რამდენიმე დღით ადრე იყო, ვიდრე მისი ქმედებების შესახებ გამომჟღავნდებოდა. გოგონამ თავის მეგობარს გაუმხილა მომხდარის შესახებ, რომელმაც პოლიციას აცნობა.

ალბანელმა მამაკაცმა დაკავების შემდეგ აღიარა სამი ბრალდება: გაუპატიურება, ბავშვზე ძალადობა და პორნოგრაფია.

onalem

ტესტ