fbpx
საბერძნეთი

Market Pass-ის თანხები საბერძნეთში 5 თებერვალს ჩაირიცხება – ნოემბრისა და დეკემბრის თანხა ერთად

ბერძნული მედიის ინფორმაციით, Market Pass-ის თანხები საბერძნეთში ბენეფიციარებს ჩაერიცხებათ 5 თებერვალს, საუბარია ორი თვის, 2023 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვის თანხებზე, რომლებიც როგორც ჩანს, ერთად ჩაირიცხება.

საუბარია ბენეფიციარებზე, რომელთაც განაცხადები გააკეთეს 2023 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ და თანხები ჩაერიცხათ აგვისტოს, სექტემბერსა და ოქტომბერში.

ციფრული ბარათები, რომლებიც ასევე ერთ-ერთი ვერსიაა, Market Pass-ის თანხის მიღების კუთხით, შესაძლებელია გამოიყენოთ 2024 წლის 29 თებერვლის ჩათვლით.

ამ დროისთვის უცნობია, აპირებს თუ არა საბერძნეთის მთავრობა აღნიშნული სუბსიდირების გაგრძელებას 2024 წლის მანძილზეც.

onalem

ტესტ