fbpx
საბერძნეთი

ერთსქესიანი წყვილების ბავშვები ჩვეულებრივად მოინათლებიან – კომოტინის მიტროპოლიტი

კომოტინის მიტროპოლიტი, პანტელეიმონა, საბერძნეთის ეკლესიის მოსაზრებას უჭერს მხარს, რომელიც ქვეყანაში ერთსქესიანთათვის სამოქალაქო ქორწინების უფლების მინიჭებას ეხება.

ეკლესია არავის უარყოფს და არავინ არის გარიყული ეკლესიისგან, აქ ყველას ადგილია. მაგრამ ყველას ადგილია იმ შემთხვევაში, თუკი ისინი თავის ცოდვებს აანალიზებენ და არა წარმოდგენილნი არიან ეგოიზმით. ერთსქესიანთა ბავშვები მოინათლებიან ჩვეულებრივად, მაგრამ ეს ჩემი მოსაზრებაა და საბერძნეთის სინოდის მოსაზრებას არ გამოხატავს.

ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი საჭირო გახდება, სინოდი კვლავ შეიკრიბება და თავის გადაწყვეტილებებს მიიღებს კრიტიკულ საკითხებზე. ეკლესია არ არის და არასოდეს იქნება დამსჯელი ორგანო, ეკლესიაში ხდება სწავლება და არა დასჯა.”

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთის ეკლესიამ დააფიქსირა თავისი ცალსახა პოზიცია და მკაცრად შეეწინააღმდეგა ერთსქესიანთა სამოქალაქო ქორწინების დაშვებას.

onalem

ტესტ