fbpx
საბერძნეთი

როგორ გადმოიყვანეს პირველი სავარაუდო ინფიცირებული კაფსულით ათენში – მაიმუნის ჩუტყვავილა საბერძნეთში

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში მაიმუნის ჩუტყვავილას პირველი საეჭვო შემთხვევა გამოვლინდა. 29 წლის მამაკაცი, რომელიც კეფალონიაზე იმყოფებოდა, ათენში დაუყოვნებლივ, სპეციალური კაფსულით გადმოიყვანეს, რათა შესაბამისი კვლევები ჩაუტარდეს.

ტურისტი კუნძულზე თავის მეგობარ გოგონასთან ერთად იყოფებოდა, მას არ აღენიშნება არანაირი სიმპტომები.

როგორც პროფესორები ამბობენ, კვლევის შედეგები სულ მალე გვექნება, შესაძლოა ხვალ შუადღესაც, მანამდე კი, დაცული უნდა იყოს ჯანმრთელობის პროტოკოლი და კონტაქტში შესვლა მაქსიმალურად უნდა აირიდონ თავიდან.

ვრცელდება ფოტოები, როგორ არის 29 წლის ტურისტი მოთავსებული კაფსულაში, რომლითაც “Αττικον¨-ში გადმოიყვანეს. არსებული ცნობებით, აღნიშნულ საავადმყოფოში ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობას კონტროლს თავად სოტირის ციოდრა უწევს.

onalem

ტესტ