fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში მაიმუნის ჩუტყვავილას პირველი საეჭვო შემთხვევა გამოვლინდა

საბერძნეთის ჯანდაცვის ორგანოებში განგაში გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მაიმუნის ჩუტყვავილას პირველი საეჭვო შემთხვევა გამოვლინდა. საუბარია 29 წლის მამაკაცზე, რომელიც არ არის ადგილობრივი, საბერძნეთში დასასვენებლად ჩამოვიდა და კეფალონიაზე იმყოფებოდა.

ახალგაზრდა მამაკაცს აღენიშნება გამონაყარი კანზე და სხვა სიმპტომები, რომლებიც სწორედ მაიმუნის ჩუტყვავილას ახასიათებს.

მამაკაცის ტრანსპორტირება ΕΚΑΒ-ის მიერ იქნა უზრუნველყოფილი და სპეციალურ კაფსულაში მოათავსეს, როგორც ეს ხდება კოვიდ-19-ის შემთხვევაში, რომ დაცულები იყვნენ სხვა ადამიანები.

საავადმყოფო “Attikon”-ის პერსონალი სიღრმისეულად გამოიკვლევს ახალგაზრდის მდგომარეობას, რომ დადგინდეს, ნამდვილად ამ დაავადებასთან გვაქვს თუარა საქმე.

onalem

ტესტ