fbpx
საბერძნეთი

ჯარიმები 200.000 ევრომდე – ხვალ საბერძნეთის პოლიცია აქტიურ რეჟიმში იმუშავებს

ხვალ, 31 დეკემბერს, საბერძნეთის პოლიცია აქტიურ რეჟიმში იმუშავებს ახალი ზომების დაცვის გასაკონტროლებლად. როგორც მედია იუწყება, არ არის გამორიცხული ვილებსა და კერძო ბინებში ახალი წლის შესახვედრად წვეულებები იგეგმებოდეს, რაც აკრძალულია.

ცხადია, ნებისმიერი კანონდარღვევისთვის არსებობს ადმინისტრაციული ჯარიმები. კერძოდ:

1) პირბადის გამოუყენებლობისთვის განისაზღვრება ჯარიმა, 300 ევროს ოდენობით.

2) კერძო სივრცის დამქირავებელ პირს დაეკისრება ჯარიმა 50.000 ევროს ოდენობით, თუ ამ სივრცეში წვეულება მოეწყობა.

3) კერძო სივრცის გამქირავებელს/მფლობელს 200.000 ევრო დაეკისრება.

ხვალისთვის პოლიციის კონტროლის მთავარი არეალი სარესტორნო სფეროს დაწესებულებები იქნება.

*აღსანიშნავია, რომ პოლიციის ოფიცერს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა მამაკაცს პირბადის არქონის გამო 300 ევროიანი ჯარიმა გამოუწერა, თავად დაჯარიმდა ამავე რაოდენობის თანხით.

 

onalem

ტესტ