fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პოლიცია ატიკის მასშტაბით 700 კამერის დაყენებას გეგმავს – რას ემსახურება გადაწყვეტილება?!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ატიკის რეგიონის მასშტაბით 700 კამერა დამონტაჟდება, რაც პოლიციას მნიშვნელოვან ინფორმაციას გადასცემს, საჭიროების შემთხვევაში. აღნიშნული გადაწყვეტილება სამოქალაქო დაცვის სამინისტრომ მიიღო და ემსახურება მოქალაქეთა უსაფრთხოების გაზრდასა და დანაშაულთან ბრძოლას.

ამ ეტაპზე მუშაობს მხოლოდ 18 კამერა, რომელიც უშუალოდ საბერძნეთის პოლიციას ემსახურება, ინფორმაციის გადაცემის კუთხით, ხოლო საგზაო მოძრაობის რეგულაციის მიზნით არსებული კამერების რაოდენობა 150-ს უდრის, რაც ასევე, საკმაოდ მცირე რაოდენობაა.

პოლიციის ოპერატიული ცენტრებიდან მუდმივი წვდომა ექნებათ ინფორმაციაზე, რომელსაც კამერა იმ ტერიტორიაზე ასახავს, სადაც დამონტაჟდება.

ამას გარდა, იგეგმება იარაღთან დაკავშირებული კანონების გამკაცრება. ამჟამად საბერძნეთში მიმოქცევაშია 1 მილიონამდე სანადირო თოფი და 4,500-მდე სნაიპერული იარაღი, პარალელურად, გაზრდილია მკვლელობის შემთხვევები, სწორედ აქედან გამომდინარე, სამინისტრომ გადაწყვიტა, მიიღოს ზომები.

 

onalem

ტესტ