fbpx
საბერძნეთი

დღეს “შავი” რეკორდი საბერძნეთში – ინფიცირებულთა რიცხვი კრიტიკულად დიდია

დღეს, 30 დეკემბერს, საბერძნეთში ინფიცირებულთა “შავი” რეკორდი დაფიქსირდა. გამოვლინდა 35.580 ახალი ინფიცირებული, რაც კატასტროფული რიცხვია და როგორც ექსპერტები ამბობენ, თავისუფლად შეიძლება მომდევნო კვირაში 60.000-მდეც ავიდეს.

ატიკის რეგიონში ახალ შემთხვევათა რიცხვი 15.000-სს უდრის.

ქვეყანაში ახალი ზომები უკვე ამოქმედდა, თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, მინიმუმ 1 კვირა დასჭირდება, რომ მათ რაიმე შედეგი გამოიღონ, პარალელურად კი, წინ არის ახალი წლის ღამე, როდესაც ხალხის შეკრებებია მოსალოდნელი.

მართალია შეზღუდვები არსებობს სარესტორნო სფეროს დაწესებულებებში, მაგრამ პროფესორები შიშობენ, რომ ხალხი შეიკრიბება სახლებში ან სკვერებში, მიუხედავად იმისა, რომ ასევე აკრძალულია წვეულებების საჯარო და კერძო სივრცეში მოწყობა.

ხვალ, 31 დეკემბერს, რესტორნები, ტავერნები და კაფე-ბარები ღია 02:00 საათამდე იქნება, ხოლო დანარჩენ დღეებში ღამის 12 საათამდე.

 

onalem

ტესტ