fbpx
საბერძნეთი

ვაქცინაციის სერთიფიკატის გაუქმება საბერძნეთში თუ მე-3 დოზას არ მივიღებთ – ვის ეხება?!

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მთავრობა სულ მალე მიიღებს ოფიციალურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ვაქცინაციას და შესაბამისად, სერთიფიკატებს ეხებათ.

როგორც მან ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ზე განაცხადა, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ვაქცინაციის სერთიფიკატი გაუქმებულად ჩაითვალოს ყველასთვის, ვინც მეორე დოზის მიღებიდან 7 თვის შემდეგ მესამე დოზასაც არ მიიღებს.

ამას გარდა, პლევრიმ აღნიშნა, რომ ვაქცინაციის ვალდებულება შეიძლება დაუწესდეთ 50 წელს გადაცილებულებსაც, აღნიშნული განიხილება მხოლოდ ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით და არა პროფესიული კუთხით.

ასევე, მინისტრმა ღიად დატოვა საკითხი, რომ არავაქცინირებულებს აღარ ჰქონდეთ წვდომა არც ღია სივრცეებზე. იგულისხმება კაფეებსა და ტავერნებში ღია სირვცეში სწრაფი ტესტის პასუხით შესვლის შესაძლებლობის გაუქმება.

რაც შეეხება კიდევ სხვა, დამატებითი აკრძალვების დაწესებას, პლევრის თქმით, ფიქრობს, რომ საჭირო არ გახდება, რადგან ომიკრონის გავრცელების ციკლი მოკლევადიანი იქნება.

onalem

ტესტ