fbpx
საზოგადოება

“ძალიან ფრთხილად იყავით” – დესპინა ვანდი კორონავირუსის გამო მუსიკალურ შოუს გამოეთიშა

გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილ ბერძენ მომღერალს, დესპინა ვანდის კორონავირუსი დაუდგინდა, რის გამოც მუსიკალური შოუს, J2US, გამოეთიშა. ის 1 იანვარს გრანდიოზულ ფინალზე ფიზიკურად დასწრებას ვერ შეძლებს.

ვანდიმ თავად გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ამბობს, რომ კოვიდ-19 აქვს და ამის გამო იზოლაციაშია. მომღერალი ვერც კვიპროსში გაფრინდა.

მიუხედავად ამისა, ამბობს, რომ თავს ნორმალურად გრძნობს, ბევრ სითხეს სვამს და ხილს მიირთმევს. ამავე დროს, გულშემატკივრებს მადლობას უხდის და დიდი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

onalem

ტესტ