fbpx
საბერძნეთი

ივლისის ცხელი დასასრული – გვალვის ტალღა საბერძნეთში და ამინდის საგანგებო პროგნოზი

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საბერძნეთში ივლისის ბოლო რიცხვები განსაკუთრებით ცხელი იქნება და გვალვის ახალი ტალღა გველის. ზოგიერთ რეგიონში 40-42 გრადუსიც კი დაფიქსირდება.

კერძოდ, სინოპტიკოსები საუბრობენ 29, 30 და 31 ივლისზე, როდესაც ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურა განსაკუთრებით აიწევს.

ირკვევა, რომ 29 ივლისს თესალიაში 42 გრადუსია მოსალოდნელი. ატიკის რეგიონში ჰაერი მინიმუმ 37 გრადუსამდე გათბება.

იხილეთ ამინდი გრაფიკულად:

onalem

ტესტ