fbpx
საბერძნეთი

8 წლის ბავშვის ტრაგიკული გარდაცვალება საბერძნეთში – გოგონა რკინის კარში მოჰყვა

კერაცინში მომხდარმა ამბავმა საზოგადოება შეძრა. გარდაცვლილია 8 წლის ბავშვი, რომელიც ერთ-ერთი ქარხნის რკინის კარში მოჰყვა. მშობლები მედიასთან აქტიურად საუბრობენ და ისმის კითხვა: ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ტრაგედიაზე?!

ირკვევა, რომ გოგონა 17:30 საათზე მშობლების ყურადღების მიღმა დარჩა და ქარხნის ეზოში შევიდა, შემდეგ დაინახა, რომ კარი იკეტებოდა, გამოსვლა სცადა და შიგნით მოჰყვა. ამ ყველაფრის ამსახველ კადრებს მედია ავრცელებს. იქ მომუშავე თანამშრომელმა ბავშვი 17:50 საათზე შენიშნა და ხელმძღვანელობას აცნობა, თუმცა, 18:30 საათზე კიდევ ერთი მანქანა შევიდა, რის შედეგადაც ბავშვს კარი კიდევ ერთხელ დაეჯახა. ამის შემდეგ ადგილზე სამედიცინო ბრიგადა მობილიზდა და გოგონას გარდაცვალება დადასტურდა.

ნახეთ სპეციალური სიუჟეტი:

onalem

ტესტ